Właściciel bloga: fata

fata
39, Tbilisi, Gruzja

30.06.2011

ნუ მომატყუებ, რომ სინანული ყველა დარდებს და სევდას წალეკავს....
დღეს შენი დღეა მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს...
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა, მაგრამ მოვა დრო და მტკივნეული დარდი ვიქნები...
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია...
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია...
სუსტი ხელებით ნაწვიმარ გზაზე, ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე.. და ღმერთი რაღად გამიხსენებდი ვინ ვიყავ შენთვის?
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და სხვის კოცნაში არ გახსენდები..
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება რომ სიგიჯემდე მოგენარტები..


30.06.2011

თვალებით გაგიცანი,
თვალებით მიგეჩვიე
თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად.
თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე
და მისით შემიყვარდი უმალ.
გავიდა დილა და გავიდა საღამო.
გავიდა დღე-ღამე გრძელი.
მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ.
და შენს დაბრუნებას ველი,
თვალებს ენატრები,
თვალებს ეყვარები,
ასევე იქნება მუდამ,
თვალებით გამაკვირვე,
თვალებით გამაოცე,
თვალებით ვიცრემლები ჩუმად.


რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან


30.06.2011

უპირველესად ქალი დედაა,
ქალი დედა,ღვთისა მშობელი
შემდეგ ის არის ედემის ვარდი
თავაწეული დაუჭკნობელი,
ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა ქაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია.
იგი წმინდაა, ვითარც ტაძარი
ქალს ეამბორეთ და ეთაყვანეთ
რომ არ დაუჭკნოს გული დარდებმა
ქალს ეამბორეთ დიდო მგოსნებო
თქვენ გაგიმარჯოთ მანდილოსნებო…


30.06.2011

I HAVE EYES TO SEE YOU,I HAVE LIPS TO KISS YOU,I HAVE HEART TO LOVE YOU,I LVE YOU MY DEAR I LOVE YOU............


სიყვარული სიკეთეა, სილამაზე დიდი,

ადამიანს როცა უყვარს მაშინ არის მშვიდი,

სიყვარულს ხომ ღმერთის ლოცვა სულ ყოველთვის ახლავს

როცა გიყვარს ყველა ცუდი გავიწყდება მართლაც

სიყვარული ხვთიურია და არასდროს ქრება

ის ყოველთვის ჩვენთანაა და ჩვენს გულში რჩება

გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს

გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა.

სიყვარულში ღმერთმა ჩადო ღვთაებრივი ნიჭი,

სიყვარულმა ყველა ცუდის დავიწყება იცის,

სიყვარული ძვირფასია გაფრთხილება უნდა,

სიყვარული თუ გეწვია შენში რჩება მუდამ.


30.06.2011

ჩემი გული და სული ხარ,
სიყვარული ხარ შენ ჩემი,
უშენოდ ყოფნა რთულია,
მაგ აზრს ვერაფრით ვეჩვევი.

განძეული ხარ ნაბადი,
სათნოებით ხარ რჩეული,
შენს გულთან სამარადჟამოდ,
გული მაქვს გადახვეული.

აფეთქება ხარ შენ ჩემი,
ურთულეს ბიძგებს რომ იწვევს,
მინდა გაჩერდეს თუნდ წამით,
და გული ცემას კვლავ იწყებს.

გაზაფხული ხარ შენ ჩემი,
ზამთარს რომ მოსდევს გრძნეული,
უშენოდ ისე ვიქნები,
როგორც მოხუცი სნეული.

სიყვარული ხარ სიცოცხლე,
ანგელოზი ხარ შენ ჩემი,
ფიფქი ხარ ციდან მოსული,
მთელი გრძნობით რომ ვეხები. . .


უკაცრავად ქალბატონო სითავხედეს ვხედავ,ჩქარობტთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით სულ ვერაფრით მიგახვედრეთ თქვენი ხსოვნის ნაცილი ვარ ქალბატონო.რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაკრავს მუქი,ნუტუ გულსი ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?გამოცვლილხართ თუმც თვალები ძველებურად მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო!მე როგორ ვარ რას ვაკეთებ რად არ მკითხავთ ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვიტ რაც არ მითქვამს ახლა მაინც მომისმინე ქალბატონო!მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ რა საჩუქარს ელიტ ბოლოს?მენანებიტ ლოდინიტ და დარდით დაღლილს სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო.თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,ამიხსენით მიმანიშნეტ არ დამზოგოთ!საკუთარ თავს ჩავტვლიდი დამნაშავედ სინანულიც გვიანია ქალბატონო!ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს,არ მოგწყინდათ მარტოდ მარტო ხეტიალი?გულახდილად მიპასუხეთ…


29.07.2011

იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ ვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut