Właściciel bloga: Geor Giaa

Geor Giaa
38, Tbilisi, Gruzja

შენი მონატრების ფერი
დამდებია ,
შენი სიყვარულის ძალა
დამრჩენია ,
სულში ჩამისახლდი, ვეღარ
გაგიმკლავდი,
გული გამითბა და მერე
შემიყვარდი .
ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ
სითბოს ,
ფიქრი -ფიქრია და დარდიც
დამრჩენია,
ტანჯვა-წამებისთვის როგორ
გამიმეტე,
ნუთუ არასოდეს არავინ
გყვარებია ?!
სარკმელს მიმაჯაჭვე, ვეღარ
შეგელიე,,
დარდი გამიჩინე, სული
შემირყიე,
წლები შეგალიე, ლოდინს
შემაჩვიე,
ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე.


ცხოვრების ფერად მექეცი...
იდუმალებად....
არანორმალურ ემოციებს მანჭებ... სიკვდილზეც კი თანახმა ვარ... ოღონდ უშენოდ არ ვისუნთქო... არა და არ მიყვარხარ...
მეთვითონ მაგიჟებს ჩემი საქციელი... რა მინდა არც ვიცი...
რატომღაც შენი ხმა დღემდე სულის სიღმემდე მწვდება... ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი თვალებით ესმის...ვინც მაწყნარებ... და არც ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ, ფაქტია რომ მაფორიაქებ...
შენს თითოეულ სიტყვას ისე ვუკვირდები, როგორც არცერთი ადამიანის არც ერთ სიტყვას....
ყოველი ბგერა რაღაცას ნიშნავს... შეიძლება მე მესმის ასე.. არ ვიცი.. ის კი ვიცი, რომ საშინლად მესმის რას გრძნობ... თითქოს მეც იგივეს ვგრძნობ...ან უკვე ვიგრძენი..
ხანდახან მგონია ჩვენი სუნთქვის ტემპიც ერთია... ჩემი ცხოვრების ადამიანი ხარ...
არც მაქვს სათქმელი... არც სიტყვები მაქვს.... ვერც…


Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut