esec magaria dzalian!!!
39, Tbilisi, Gruzja

 daeshva tovlisferi fardebi da cxovrebis scenaze sul marto darchebi....
დაეშვა თოვლისფერი ფარდები. . . ცხოვრების სცენაზე სულ მარტო დარჩები და მიხვდები, რომ ის ვიღაც ძალიან გჭირდება. არა, სიყვარული არაფერ შუაშია. . . შეიძლება ითქვას რომ არც არსებობს, ის რაღაც უფრო დიდი და ღრმაა, უფრო ფერადი და მხოლოდ ერთეულებისათვის მისაწვდომი. სიყვარული მასიური თვისებაა ყველას ემართება, ეს რაღაც კი მხოლოდ მათ ვისაც (გა)ფრენა შეუძლია. ის ვიღაც შენი ნაწილია, რომლის გარეშეც არასრულყოფილი ხარ. სრულყოფილი კი მხოლოდ ღმერთია და ამიტომ იმ შენს ნაწილთან არასდროს იქნები იმიტომ რომ ადამიანი ხარ. . . და სწორედ ამიტომ გაქვს არასრულფასოვნების შეგრძნება. არც ზედმეტი სიტყვები, არც გულის აჩქარება და არც სექსი აქ არაფერ შუაშია. . . მას შეხედავ და ძალიან უბრალოდ მიხვდები, რომ ის არის და მერე წავა. . . არაფერს გეტყვის, გგონია მიგატოვა? არა ჩემო პატარა, არავის მიუტოვებიხარ უბრალოდ მანაც იცის, რომ თქვენ ერთად ვერ იქნებით. . . ადამიანები ხართ. ცხოვრების კიბეზე ერთმანეთს ჩამორჩებით ეს იმიტომ მოხდება, რომ იცოდეთ ერთმანეთის არსებობა, მაგრამ ერთარ არ იყოთ. . . სრულყოფილებისადმი ანუ ღმერთისადმი მიახლოვება როცა გადაწყვიტეს უბრალო ადამიანებმა და ბაბილონის გოდოლი ააგეს, ღმერთმა ისინი ამ ამპარტავნობისთვის ისე დასაჯა, რომ ერთმანეთისაც აღარ ესმოდათ. ასე ისჯებიან ის ერთეულებიც რომელთა ერთად ყოფნაც სრულყოფილებისადმი მიახლოებაა. . . ისინი ერთად არიან და ერთმანეთის არ ესმით. . . ან ერთად არ არიან და მაინც ესმით საკუთარი მეორე მეს ძახილი. . . როცა ტალახისფერ დედამიწაზე შენს ნაფეხურებს შეხვდები, იცოდე რომ ეს მისი ნაკვალევია. . . თქვენ არასდროს იყავით ერთად და სულ ერთად იყავით ამავდროს. . . მაგრამ სულ ერთხელ გექნება ცხოვრებაში შანსი ჩახედო საკუთარ თავს თვალებში. . . ჩახედე თვალებში. . . თუმცა შეიძლება მათში წყენა, ღალატი, სევდა გამოკრთეს მაგრამ მაინც ჩახედე და მიენდე მას, შენს მეორე მეს. . . სულ ერთი წამით შეხედე მას, ვინც არც გიყვარს, არც გძულს, უბრალოდ შენია, ზუსთად შენნაირი. . . ეს წამი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ალბათ ამ წამზე თქვა გოეთემ "შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ". . . "სასწაული ქმნილებაა წამისა"თუ შენი ცხოვრებიდან რაიმე ნაცნობს წააწყდი ამ წერილში, ნუ გეტკინება, პირიქით, ეს ბედნიერებაა იმიტომ, რომ შენ ერთეული ხარ, რომელსაც სრულქმნილებად ქცევა შეუძლია. კვლავ დაეშვა თოვლისფერი ფარდები და ერთმანეთისთვის აღარ იცხოვრებთ, მაგრამ იცხოვრებთ ერთმანეთით ! ! !  

Liczba odwiedzin: 10
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut