პოეზია
28, Tbilisi, Gruzja

იანვარში ალბათ უფრო აცივდება,
თოვლიც მოვა, მერე ქარი გაჰყრის ღრუბლებს.
შენი გრძნობა ვიცი უგრო გაცივდება,
მონატრებას ჩემი გული ვერ გაუძლებს.

ამტკივდება მე სხეულზე მეტად გული,
და ფიქრებით შენ არსებას შევეხები.
არ გჭირდები როგორც წრფელი სიყვარული,
ახლოს დგახარ მაგრამ მაინც ვერ გეხები.

თებერვალში სუფსარქისი დაიწყება,
იბობოქრებს როგორც ჩემი ფანტაზია.
შენზე ფიქრში უძილობა დაიწყება,
მაგრამ ფიქრში ყველაფერი ლამაზია.

მერე მოვა გაზაფხული მწვანე ფერით,
მარტიც ალბათ როგორც ადრე გაგიჟდება.
მე კი ვიცი გრძნობით ავალ უფრო ზევით.
შენ ვერ ხვდები უშენობა რად მიჟდება.

გადაივლის აპრილიც და მაისის თვეც,
უშენობა წლებს მომაკლებს სიცოცხლისას.
სიყვარულმა ეს იცისო ბრძენებმა თქვეს.
და ის დამწვავას მე როგრც მზე ზაფხულისა.

შემოდგომაც მოვა თავის ფოთოლცვენით,
ააჭრელებს არემარეს ხავერდოვნად.
ლექსებს დავწერ უიმედო ცრემლისდენით,
და მუზების მე შენ გაქცევ კვლავ დედოფლად.

შემოდგომას კვლავ ზამთარი გადაფარავს,
თავის ფიფქებს გადმოაფრქვევს ღრუბლებიდან.
სულის ტირილს და ტკივილებს რა დაფარავს,
შენ ვერასდროს ვერ გაქრები ფიქრებიდან.

გადაივლის უიმედოდ ერთი წელი,
ერთ წელს წლები უშენობით თან გაჰყვება.
მე დავუცდი ამ უფერულ განვლილ წლებში,
შენს გრძნობაში ჩემი არსის აყვავებას.

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze
giorgi 03.10.2014

წაიკითხეთ მოგეწონებათ !!! *THUMBS UP*

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut