ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!
43, Tbilisi, Gruzja

სიკვდილი არა არის - რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ. შენ ისევ შენ ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისთვის იგივენი ვართ სუკუნოდ.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენ ფიქრთა მიღმა? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ, ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის.....
ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.
თუ მართლა იცი, რა არის ღმერთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო! თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი სასუფეველი, საუკუნო სამყოფელი. ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!
როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღმერთისთვის ცნობილ და ღმერთისგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა სეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმ გრძნობას,ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!

Liczba odwiedzin: 4
 
Komentarze
xameleon 21.10.2014

სიკვდილი არა არის - რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.....
*THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut