31.12.2018
Nnnnn
30, Tbilisi, Gruzja

'ძალიან რომ იღლები. ძალიან რომ გტკივა. ძალიან რომ ცარიელდები. და რომ გგონია, მეტი აღარ შეგიძლია. გარედან არაფერი გეტყობა, მაგრამ სული კივის.. ეს დაზეპირებული ტკივილები. ეს განუკურნებელი მარტოობა. ეს შებრუნებული ზურგები. ეს რუტინული მიტოვებები. ეს ვერნათქვამი სიტყვები. ეს ვერგაღიმებული სახეები. ეს მარადიული სევდის შეგრძნებები. ყოველ ღამით, დაძინებამდე რომ ფიქრობ, არსად მიხვალ, სადაც არ გელოდებიან. არავის ნახავ, ვისაც არ ენატრები. არავის აპატიებ, ვინც მეორედაც იმავეს გააკეთებს. და ყველაფერს იგროვებ შიგნით. და ცხრაასჯერ ეუბნები საკუთარ თავს, რომ დაიღალე. და გეზარება სიცოცხლე. გეზარება საკუთარი თავი. მაგრამ არასდროს გეზარება წასული ადამიანების მობრუნება.მაგრამ არასდროს გეზარება მოღალატე ადამიანების მეცხრედ ნდობა. მაგრამ არასდროს გეზარება მათი მონატრება. და ყოველ დილით იწყებ ახალ ცხოვრებას, დგები ზურგით და აღარავის პატიობ. და აღარავის ელოდები. და აღარავინ გენატრება. მაგრამ როგორც კი ღამდება, როგორც კი რჩები საკუთარ თავთან მარტო, მძაფრდებიან ეს დღისით შემსუბუქებული, თითქმის დავიწყებული ტკივილები. და ხდები ზუსტად იგივე, ვინც ხარ. ზუსტად ისეთი, სულ რომ ტოვებენ. სულ რომ ენატრება. სულ რომ ელოდება. და იღლები. ძალიან იღლები. და ცარიელდები. ძალიან ცარიელდები. და ყველას ეუბნები, რომ ხარ კარგად. რომ არაფერი გიჭირს. და ინგრევიან, იშლებიან,ილეწებიან ეს იმედის სახლებიც. (იმედებიც ხომ ზუსტად იმიტომ არსებობენ, რომ გაცრუვდნენ) და აშენებ ხელმეორედ, ხელმეათედ, ხელმეასედ. ვერ ბედნიერდებიან ჩემნაირები.'

Liczba odwiedzin: 190
 
Komentarze
Akaki 31.12.2018

როდესაც მაღლა ვიხედები, მე ვიძენ დროს.
როდესაც წინ ვიხედები, მე ვიყენებ დროს.
როდესაც შიგნით ვიხედები, მე ვინახავ დროს.
როდესაც უკან ვიხედები, მე ვკარგავ დროს.

- შრი ჩინმოი, წიგნიდან "აღმოსავლეთის სინათლე დასავლეთის გონებისთვის"

When I look upward, I earn time.
When I look forward, I utilise time.
When I look inward, I save time.
When I look backward, I waste time.

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut