კაცი რომ ვიყო...
30, Tbilisi, Gruzja

კაცი რომ ვიყო...
მამაკაცის ყველა თვისებით,
ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა..
პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი,
მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა.
გამთენიისას იასამნებს შევთხოვდი შველას,
შემოგიმსხვრევდით სურნელებით, სარკმელს ჩაკეტილს,
ვერა, ვერაფრით ასცდებოდი ჩემს ბედისწერას,
მე აგიხსნიდი სიყვარულის ნამდვილ გაკვეთილს.
მინდვრის ყვავილებს გახელებულს ვანდობდი გრძნობას,
შენ სადედოფლოს, შეგამკობდა ჩემი ხელები,
და როგორც წვიმა გაზაფხულზე მზეს სახეს მოჰბანს,
ასე მოგბანდი ლამაზ თვალებს, ფერებ–ფერებით.
კაცი რომ ვიყო...
თუნდაც შენთვის არ–სასურველი,
შენი თვალებით მოვხატავდი ანგელოზს ჩემში,
მეყვარებოდი, როგორც ქალი, ბავშვიც სულელი,
შავ–თეთრ სამყაროს გაჩუქებდი უთვალავ ფერში.
და შენი მზერა გახდებოდა, არც ისე მკაცრი...
გულში ყინულებს გაგილღობდი ხელისგულებით,
მე ვიქნებოდი ღირსებებით შემკული კაცი,
ცხადსა და სიზმარს მოგირთავდი თაიგულებით.
მე ვიქნებოდი ყველგან, სადაც შენ არ მელოდი,
მე ვიქნებოდი მონატრების მიზეზი დიდი,
კაცი რომ ვიყო...
უსათუოდ უნდა გჯეროდეს,
ჩემი სიგიჟით, იქნებოდი ამაყად მშვიდი.
მე შენს თვალებში დავხატავდი ბედნიერებას,
დავაკონებდი შენს ბაზეზე ამბორს და სიცილს,
სიცოცხლეს ჩემსას შევალევდი შენს მოფერებას,
ვერ დამწამებდი ორგულობას, გატეხვას ფიცის.
შენს სიყვარულში ჩავსახავდი სიცოცხლის ნაყოფს,
შენს ორსულ სხეულს ვატარებდი ტაატით ცხრათვეს,
როს დაბადება შენგან ახალ სიცოცხლეს გაჰყოფს,
ჩვენი ბუდიდიდან ავაფრენდი პატარა მართვეს.
ჩვენ ვიქნებოდით მერე ალბათ სამყარო მთელი,
იყვავილებდა სიყვარული შენთვის ნაფიცი,
შენ იქნებოდი უსასრულოდ ჩემში და ჩემი,
ან რაღაც მეტი, უფრო მეტი, ზუსტად არ ვიცი...
კაცი რომ ვიყო...
კაცს თუ უნდა, კაცმა თუ იგრძნო...
ყველაზე გონჯიც ანგელოზად მოგეჩვენება,
და ნატვრა იგი სინამდვილედ აქციო ვინძლო,
ვისაც უყვარხარ, ეს მას მოაქვს ბედნიერება.
კაცი რომ ვიყო...
მამაკაცის ყველა თვისებით,
ჩემს გარეგნობას სიმახინჯეს ეძახდე თუნდა..
პირობას გაძლევ, უჩემობას არ გაღირსებდი,
მე განახებდი სიყვარული, როგორი უნდა.

Liczba odwiedzin: 450
 
Komentarze
giorgi 23.01.2021

Sainteresoa😉🤗

oRgu 25.01.2014

lamazi sityvebia :-{}

nia 26.01.2014

: ))

ika493 28.06.2015

kargi leqsia... avtori albat arakacia???? :))

nia 28.06.2015

iqneb qalic

nia 28.06.2015

arvici :D

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut