26.09.2018
:))))
31, Tbilisi, Gruzja

ისევ ეს არეული სიზმარი ..ისევ არ მესმის რა ხდება .. თითქოს ყველაფერი ლაგდება ,ეს სიზმარი კი ქარიშხალივით გამოჩნდება და ყველაფერს თავდაყირა აყენებს,ისევ ხალხში ვახელ თვალს და ვერ გამიგია რა ხდება.ხალხი გაუჩერებლად უემოციოდ,ტემპის შეუცვლელად ჩემსკენ მოემართება.ამ ბრბოს მიღმა უმშვენიერესი არსებააა.ოქროსფერი თხელი თმებით,რომელიც მხრებს ნაზად ეხახუნება,აპრეხილი წამწამები რომელიც თითქოს ზეცაში მირბის,ნაცრისფერი ცივი თვალები რომელიც სულს მიყინავს სუნთქვას მიჩერებს...ვცდილობ მოგიახლოვდე მაგრამ ყოველი ნაბიჯი უფრო მაშორებს მის თავს.ბოლოს გკარგავ .მუხლებზე ვეცემი და ყვირილს ვიწყებ...გაღვიძებულს შენი სახე აღარ მახსოვს.. ეს სიზმარი იმდენად ცხადია რომ ტკივილს ვგრძნობ...დროდადრო ეს სიზმარი იძინებს და მეც ძილის საშვალებას მაძლევს..მაგრამ უეცრად უმიზეზოდ მშიერი ნადირივით გამოცოცხლდება და ჩემით იკვებება.ჩემნაირი უდარდელი ბიჭის გატეხვაც კი შეძლო.თავიდან ეს ყველაფერი მომწონდა ,თიტქოს ველოდებოდი რომ დაგეწეოდე,მერე მაღიზიანებდა ეხლა კი ჭკუიდან მშლის...

Liczba odwiedzin: 46
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut