იქნები? გექნება ........
34, Tbilisi, Gruzja

დაბადების თარიღი: წელი, თვე,რიცხვი; დაბადების ადგილი: ქვეყანა, კუთხე, ქალაქი, უბანი; სქესი; გარეგნობა: ფერი, სიმაღლე, წონა; წინაპრები: დედა, მამა, ბებია, ბაბუა; საყვარელი ფერი; საყვარელი რიცხვი; საყვარელი ცხოველი; საყვარელი ფიგურა; საყვარელი წიგნი; საყვარელი ლექსი; საყვარელი მუსიკა; საყვარლი ფილმი; საყვარელი მსახიობი; საყვარელი მანქანა;საყვარელი სპორცმენი; საყვარელი მეგობრები; საყვარელი ადამიანი......
ეს ყველაფერი არის ის რაც ყველას გვაქვს, ეს ყველარი არის ის რისთვისაც გვიყვარს ეს ცხოვრება, რისთვისაც ვიბრძვით ვშრომობთ სისხლს და ოფლს ვღვრით და სწორედ ეს არის ყველა უთანხმოების, შუღლის და გაუტანლობის მომტანი.....
არც ერთ ადამიანს არ სურს დათმოს რომელიმე მათგანი, მაგრამ ყველას უწევს დათმობა. მჯობნზე მჯობნი ხომ არ დაილევა, მაგრამ განსხვავებ იმაშია რომ სუსტებმა შეიძლება დათმონ ყველაფერი....
ისინი დათმობენ უბანს და იცხოვრებენ სხვის საყვარელ უბანში რომელსაც თავის საყვარელ უბანს უწოდებენ, დათმობენ ქალაქსაც და კუთხესაც. დათმობენ ქვეყანას და სხვა ქვეყანას უწუდებენ სამშობლოს. სუსტი წონაში დაიკლებს ან მოიმატებს სხვის მოსაწონად. შეიცვლის თმის, თვალის, კანის ფერს. ის შეიცვლის სქესს. სუსტი გაყიდის, გაწირავს, უყურადღებოდ დატოვებს დედას და მამას. სუსტი შეიცვლის გვარს და მის წინაპრებად გამორჩეულ გვარიშვილებს აირჩევს. სუსტი ვერ შეღებავს ოთახს საყვარელ ფერებში, ვერ იტყვის საყვარელ ლექსს, ვერ ილაპარაკებს საყვარელ წიგნზე, ვერ მოუსმენს საყვარელ მუსიკას და ვერ უყურებს საყვარელ ფილმს იმიტო რომ მასზე ძლიერს სხვა მოსწონს და მისი გემოვნების მიხედვით ირჩევა. ის ვერ ივლის საყვარელი მანქანით რადგან ივლის იმით მხოლოდ რის ყიდვასაც შეძლებს და ივლის მანამ სანამ არ დაუთმობს მასზე ძლიერს.... სუსტი გაცვლის საყვარელ მეგობრებს უფრო მომგებიან მეგობრებზე; სუსტი დათმობს საყვარელ ადამიანს რადგან მასზე ძლიერს უყვარს ის .....
ყველა წესი და კანონი მოგონილია მჩაგვრელი ფენის მიერ მორჩილებზე გასავრცელებლად თავის სასარგებლოდ... სუსტი არ არღვევს კანონებს იცავს ყველა წესს რომლის მიხედვითაც კანონიერად თმობს იმას რაც ეკუთვნის მას და ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს. ის ამას ეძახის სწორ, გონივრულ და ზოგჯერ კეთილშობილ საქციელს....
სუსტი არასდროსაა თავისუფალი თავის არჩევანში .....
და რას მოგვიტანს ის რომ ყველამ ჩამოიხსნას ჯაჭვები, წაშალოს გავლებული ხაზები რომლის იქეთაც ნაბიჯის გადადგმა ჭირს? მოგვცემს ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებს უსაზღვრო თავისუფლებას რომელიც გარდაუვალ ქაოსს შექმნის რაც საბოლოო ჯამში კაცობრიობის განადგურების მომასწავლებელია.... ამიტომ ყველას უნდა იყოს ძლიერი და არ დათმოს არაფერი, მაგრამ ამავე დროს არსებობდნენ მასზე სუსტები რომელიც მის ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან და იხელმძღვანელებენ მის მიერ შექმნილი კანონებით, რომელიც ერთი გადმოსახედიდან ბოროტებად, ვანდალიზმად, უსამართლობად არის აღქმული მეორე გადმოსახედიდან კი თვით გადარჩენის პრინციპს ეყრდნობა. მას უნდა ყველაფერი და ბრძოლობს ამისთვის,რა თქმა უნდა ყველაფერი არც ერთ ადამიანს არ აქვს.( ამ შემთხვევაში მძლეთა მძლე გამოვლინდება, რომელიც ჯერ ჯერობით არც ერთ პიროვნებაზე არ ითქმის)....
გაუთანაბრდები მას და გექნება შენც!!! იქნები მასზე ძლიერი გექნება მასზე მეტი !!!

Liczba odwiedzin: 2
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut