შეიცვალა რამე?!!!!
59, Tsageri, Gruzja

. “ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ისე გა­ა­ტა­რა, რომ სის­ტე­მა­ტუ­რად, გა­ნუწ­ყვეტ­ლივ თით­ქმის 2 სა­უ­კუ­ნეც არ ცხოვ­რობ­და წე­სი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პი­რო­ბებ­ში და ამი­ტომ ცხა­დია, რა­ტომ არ არის ქარ­თვე­ლის სულ­ში არა­ვი­თა­რი მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა სის­ტე­მი­სა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. იშ­ვი­ა­თად შეგ­ხვდე­ბათ კულ­ტუ­რულ ხალ­ხში ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ეგ­რე აუ­ტა­ნე­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორც ქარ­თვე­ლი. ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ბე­რი­ვი სუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა ყველ­გან, ყო­ვე­ლი საქ­მის წა­მოწ­ყე­ბა­ში ჩანს ნათ­ლად: სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს ქარ­თვე­ლი უპი­რის­პი­რებს ჯგუ­ფურ ან პერ­სო­ნა­ლურ ინ­ტე­რე­სებს – ძმა­ბი­ჭო­ბის კულტს...” “ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ფლი­დი, ცუღ­ლუ­ტი და მან­კი­ე­რია; ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ცრუ, კუ­დაბ­ზი­კა და ტრა­ბა­ხაა; ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ინ­ტრი­გე­ბი­სა და ჭო­რე­ბის სა­ზიზ­ღა­რი ბუ­დეა; ქარ­თვე­ლი დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სულ იმა­ზე ფიქ­რობს, თუ რო­გორ და­ამ­ცი­როს მე­ო­რე ქარ­თვე­ლი: წახ­დე­ბა თუ არა ამით სა­ერ­თო საქ­მე, ეს ქარ­თველს არ აწუ­ხებს. ქარ­თვე­ლი მუ­ხა­ნა­თი და ვე­რა­გია თა­ვი­სი­ა­ნებ­ში; უც­ხო ტომ­ში გა­რე­უ­ლი იგი კე­თილ­შო­ბი­ლი და მორ­ჩი­ლი მო­სამ­სა­ხუ­რეა. ქარ­თვე­ლი საქ­მის სა­თა­ვე­ში სა­ზიზ­ღა­რია: და­ი­კა­ვებს თუ არა სა­პა­ტიო ად­გილს, მა­შინ­ვე თავ­ხე­დუ­რად გა­იბ­ღინ­ძე­ბა... თე­ატ­რი, ბან­კი, რკი­ნიგ­ზა, სას­წავ­ლე­ბე­ლი, რე­დაქ­ცია – ყო­ვე­ლი სა­ზო­გა­დო და სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ჭო­რე­ბი­თაა სავ­სე და ინ­ტრი­გებ­ში იხ­რჩო­ბა. შე­დე­გი ამ ჭო­რე­ბი­სა და ინ­ტრი­გე­ბი­სა ის არის, რომ თავ­მოყ­ვა­რე, პა­ტი­ო­სა­ნი და ნი­ჭი­ე­რი მუ­შა­კი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­დის, რად­გან ვერ ით­მენს უზ­ნე­ო­ბა­სა და უსინ­დი­სო­ბას; და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩე­ბა უნი­ჭო, უსინ­დი­სო, ფლი­დი, მო­ღა­ლა­ტე, რო­მელ­საც მხო­ლოდ თა­ვი­სი პი­რა­დო­ბა აინ­ტე­რე­სებს და რომ­ლის იდე­ა­ლია ყვე­ლა­ფე­რი და­შა­ლოს, ოღონდ კი თა­ვის თავს ასი­ა­მოვ­ნოს...” კონ­სტან­ტი­ნე კა­პა­ნე­ლი 1925 წ. პასუხი

წყარო: http://www.tabula.ge/article-28290.html
ტაბულა © 2012

Liczba odwiedzin: 6
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut